en
ge

ახალგაზრდობის ელჩი გაეროში თელაველ ახალგაზრდებს შეხვდა

კახეთი.  საქართველოს ახალგაზრდობის ელჩმა გაეროში, თორნიკე ზურაბაშვილმა, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შეხვედრა გამართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალგაზრდული ასოციაციების  წარმომადგენლები და დაინტერესებული ახალგაზრდები.
შეხვედრა მიზნად ისახავდა დიალოგს მოზარდებს შორის და თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემების გამოვლენას. 
თორნიკე ზურაბაშვილი, საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი გაეროში: „დღეს თელავში შევხვდი ახალგაზრდებს რომელთაგან მოვისმინე საინტერესო მოსაზრებები მოზარდების პრობლემებთან დაკავშირებით. ასეთი შეხვედრები მოეწყობა მთელს საქართველოში და მიღებულ ინფომაციას წარვადგენ გაეროს მესამე კომიტეტის სხდომაზე, სადაც 7 წუთიანი მოხსენება მექნება".
სოსო ჟამურაშვილი, ახალგაზრდული ასოციაციის წევრი: „ვიმედოვნებ, მომავალშიც შევძლებთ ჩვენი მოსაზრებების მიწოდებას ახალგაზრდობის ელჩისთვის. იმედი გგვაქვს, რომ გათვალისიწინებული იქნება ჩვენ მიერ წამოწეული პრობლემები".



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)