თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატებმა" სოხუმის დაცემის დღეს განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია აფხაზეთის ომის ვეტერანებისთვის სოციალური შეღავათების დანიშვნას მოითხოვს. „ახალგაზრდა ადვოკატები" ინიციატივით მიმართავენ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, შეიმუშაონ სოციალური შეღავათების სისტემა და კანონში შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ, რომლის საფუძველზეც, ომის ვეტერანები და ომში დაღუპული გმირების ოჯახები სოციალური შეღავათებით ისარგებლებენ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში