თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ქვეყნიდან გასვლის დროებით შეზღუდვის შესახებ ინიციატივაზე განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციის თქმით, ინიციატივა „ბუნდოვანი და გაუმართლებელია". „კანონში მსგავსი ცვლილება გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება შემოგვთავაზებდა კონკრეტულ მიზეზებს, რაც შეიძლება გახდეს ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვის საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამის მოხელეს და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელს ენიჭება ზედმეტად ფართო დისკრეცია, რაც ქმნის ადამიანის უფლებების შეზღუდვის გაუმართლებელ რისკებს. მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია მოქალაქის თავისუფალი მიმოსვლისათვის დამატებითი ბარიერების შექმნა და საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის ნათელი სამართლებრივი ინსტრუქციის გარეშე”, ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში