შიდა ქართლი. 27 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციის „სიდას" ორგანიზებით, გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების პლათფორმის მორიგი შეხვედრა.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ იმ სამთავრობი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულნი არიან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესებში.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პრობაციის სისტემასა და არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის-მიღწევებისა და გამოწვევების არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გაცნობა და სამოქალაქო სექტორს, თავის მხრივ, დაეწყო გამოკვეთილი სირთულეების დაძლევისაკენ მიმართული რეკომენდაციების მომზადება სახელმწიფო უწყებების მიმართ.
შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ საშუალება ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ ინფორმაცია და დამოკიდებულებები მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროცესებისადმი.
არასამთავრობო ორგანიზაციების პლათფორმა ფუნქციონირებს პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში