თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კვლევის - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში" - პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციის მიმდინარეობისას EMC-იმ დამსწრეებს ის ინსტიტუციური რეფორმები გააცნო, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებმა კონვენციის იმპლემანტაციის, ქვეყნის შიდა ინსტიტუციური მოდელის კონვენციის პრინციპებთან ჰარმონიზაციის მიზნით გაატარეს. კვლევა მოიცავდა ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანაში შინასახელმწიფოებრივი სტანდარტების შექმნის პროცესს, მათ შორის პოლიტიკის შემუშავებას, კანონმდებლობის ცვლილებებს, სამოქმედო გეგმებზე მუშაობას, პარადიგმის ცვლილებისა და რეფორმის კონცეფციებს, საკითხებისა და სფეროების
პრიორიტეტიზაციას, ცნობიერების ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებებს და სხვა.
პრეზენტაციის შემდეგ, დისკუსია საკითხის ირგვლივ დამსწრეთა შორის წარიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, ასევევ საკანონმდებლო და აღმასრულებელი
ხელისუფლების წარმომადგენლები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში