en
ge

კონკურსი კატასტროფის რისკების თემაზე

სამცხე–ჯავახეთი. ,,მზად იყავი საფრთხეებთან შესახვედრად" - ამ სახელწოდების კონკურსით ახალციხელი ახალგაზრდები კატასტროფის რისკების შემცირების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ. კონკურსი ახალციხის საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით, ინტელექტუალური შეჯიბრის სახით, სექტემბრის ბოლოს გაიმართა და მასში ქალაქში არსებული ყველა სკოლა მონაწილეობდა, მათ შორის - ახალციხის მე-7 საჯარო სკოლაც, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები სწავლობენ.
ღონისძიება, რომლის მიზანი აღნიშნულ საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლება იყო, სამ რაუნდად ჩატარდა. გამარჯვებული გუნდი - პირველი საჯარო სკოლა, სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. მეორე ადგილი ახლციხის მეხუთე სკოლის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულებს საჩუქრად სიგელები და პრიზები გადაეცათ.
კონკურსი სკოლებისთვის „კატასტროფის რისკების შემცირება-დიპეკო" პროექტის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდისა და DRR-ს ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა. დასკვნითი ღონისძიება თბილისში, 13 ოქტომბერს გაიმართება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)