თბილისი. სამართლიანმა არჩევნებმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობამ და ჯამპსტარტ ჯორჯიამ ვირტუალურ ქსელში საქართველოს არჩევნების პორტალი განათავსეს. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივად შექმნილი ვებგვერდი საშუალებას იძლევა ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნებს, ასევე შესაძლებელია 2008 წლის შემდეგ ჩატარებული ყოველი არჩევნების შედეგების ნახვა სხვადასხვა ინდიკატორის გამოყენებით.
პორტალის პრეზენტაციას ორგანიზაციები 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე სასტუმრო ჰოლიდეი ინ–ში გამართავენ.
წყარო: სამართლიანი არჩევნების კვერდი სოციალურ ქსელში