თბილისი. პირველი ნაბჯი საქართველოს დღის ცენტრში ფუნქციონირებს ხელოვნების წრე, სადაც ბავშვები სხვადასხვა სასარგებლო აქტივობებით არიან დაკავებული. ერთ–ერთი ასეთი საქმიანობაა სენსორული სათამოშოების დამზადება, რომელსაც ბავშვები პედაგოგების ხელმძღვანელობით ამზადებენ სხვადასხვა მასალისგან, ძირითადად მუყაოს ქაღალდისა და პლასტიკატისაგან.
დღის ცენტრის ბენეფიციარები დღეს სტუმრად იმყოფებოდნენ კოჯრის ბავშვთა სახლში და საკუთარი ხელით დამზადებული სათამაშოები – სენსორული ბილიკები, ხილისა და ბოსტნეული იდენტიფიკაციის ალბომები და კამათლები, გადასცეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს.
დღის ცენტრი გეგმავს, რომ კვლავაც განახორციელოს მსგავსი აქტივობა და ხშირად იაროს სტუმრად და გადასცეს საჭირო განმავითარებლები ბავშვებს, რომელთაც ეს ძალიან სჭირდებათ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში