სამცხე–ჯავახეთი. 30 სექტემბერს, ახალციხეში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის" საკონფერენციო დარბაზში, ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის ორატორობაში კონკურსი ჩატარდა.
კონკურსი ,,ორატორი" „დემოკრატ მესხთა კავშირის" ორგანიზებით, პროექტ „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" გაიმართა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
ათამდე სხვადასხვა თემაზე მომზადებული ნაშრომიდან სამი საუკეთესო გამოვლინდა.