კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,წითელი ჯვრის'' თელავის ფილიალი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს შეუერთდა. ღონისძიება, სლოგანით – „თაობათა ურთიერთობა გვაძლიერებს" თელავში, გამგეობის წინ გაიმართა.
მარიამ ჟამურაშვილი, აქციის მონაწილე: ,,წითელი ჯვრის'' თელავის ფილიალს მადლობა დღვანდელი დღისთვის. ვფიქრობ, ასეთი აქტივობები ხელს შეუწყობს ახლგაზრდებსა და ხანდაზმულებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას"
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ, 1990 წელს გაეროს მსოფლიო ასამბლეამ გამოაცხადა.