en
ge

„გაუფრთხილდი შენ თავს! გამიფრთხილდი მე! გაუფრთხილდი ყველას!“

სამცხე–ჯავახეთი.  „გაუფრთხილდი შენ თავს! გამიფრთხილდი მე!  გაუფრთხილდი ყველას!" - არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა იმედის" ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში,  ახალციხის  მეორე საჯარო სკოლის  ეზოში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო.   
პროექტს „გაუფრთხილდი შენ თავს! გამიფრთხილდი მე!  გაუფრთხილდი ყველას! „   ორგანიზაცია ,,ქალთა იმედი" ჩეხური კომპანია ,,ნესერჰუტის" დაფინანსებით ახორციელებს. აღნიშნული კომპანია ეკოლოგიურ პრობლემეზე მუშაობს.  როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, აქციის მიზანი იყო სკოლასთან არსებული არაგეგმიური ნაგავსაყრელის გაუქმება და დასუფთავება, ახალგაზრდების გააქტიურება და ჩართვა გარემოს დაცვის პროცესში,  აქციაში მონაწილეობა  სკოლის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა  და ეკო კლუბის წევრებმა  მიიღეს.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)