აჭარა. 1 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, აჭარაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა თემაზე: „ტუბერკულოზი განკურნებადია". შეხვედრა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის ინიციატივით შედგა. ტუბერკულოზის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მიზანი დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა. აქტივობა ქუთაისში დაიწყო და მთელ საქართველოს მოიცავს. აღნიშნული საინფრომაციო შეხვედრის შემდეგ ტუბერკულოზის თემაზე მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები ჩატარდება. ტენინგზე განიხილავენ
საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორები, როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორ შეიძება შემცირდეს დაავადების გავრცელება და სხვა.