en
ge

შეხვედრა თელავის უნივერსიტეტში

კახეთი. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა პროექტის –  „უმაღლესი განათლების პოლიტიკა – სტუდენტური ხედვა"  – ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.
შეხვედრა ორგანიზებული იყო „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციისა" და „საქართველოს ახალგაზრდა სოციოლოგთა ასოციაციის" მიერ. 
აღნიშნულ ღონისძიებაზე განიხილეს საუნივერსიტეტო განათლების ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული სტატუსი; საუნივერსიტეტო დაფინანსების სისტემა; მმართველობის დეცენტრალიზაცია; აკადემიური თავისუფლება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და ა.შ.
პროექტი „უმაღლესი განათლების პოლიტიკა – სტუდენტური ხედვა" – აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება პროგრამის (GPAC) ფარგლებში ხორციელდება.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)