კახეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისმა, 2 ოქტომბერს, საარჩევნო თემატიკაზე ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს საარჩევნო კოდექსში შესული სიახლეებისა და დამატებების გაცნობა წარმოადგენდა.
როგორც საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელი, მარეხ მგალობლიშვილი განმარტავს, საუბარი შეეხო ცესკოს მიერ მიღებულ რეგულაციებს, რომელმაც შესაძლოა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის დროს ხელი შეუშალოს ჟურნალისტებს სრულფასოვნად მუშაობაში:
„ვისაუბრეთ საარჩევნო თემატიკაზე, მათ შორის ცესკოს რეგულაციაზეც, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბანზე ყოფნისას ჟურნალისტებს გარკვეული უფლებები შეეზღუდათ.
ასევე, აღნიშნული რეგულაციების გაუქმებასთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პეტიცია გავაცანი ჟურნალისტებს და შეგროვდა ხელმოწერებიც".
შეხვედრა თელავის მედია კაფეში ჩატარდა.