აჭარა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ბათილად ცნო აჭარის კულტურული მემკვიდერობის დაცვის სააგენტოს დირექტორის სანებართვო მოწმობა კულტურული მემკვიდერობის ძეგლის რეაბილიტაციის შესახებ. კერძოდ საქმე ეხება ძველ ბათუმში, ზუაბალაშვილის 39–ში მდებარე კულტურული მემკვიდერობის ძეგლზე გაცემულ ნებართვას, რის საფუძველზეც იგეგმებოდა ძეგლის რეაბილიტაცია და თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.
ბათუმში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საჩივრით მიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომლითაც მითხოვდნენ ბრძანების მოქმედების შეჩერებას. სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ბათილად ცნო სააგენტოს ნებართვა.