თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოცკოდექსი" საქართველოში არსებულ ჯანდაცვის მომსახურების მიწოდებისა და ხარისხის საკითხს იკვლევს. როგორც სოციალურ ქსელში ორგანიზაციის გვერდზეა აღნიშნული ამ მიმართულებით კვლევის შედეგებმა ერთ–ერთ პრობლემურ საკითხად მედიკამენტები გამოკვეთა.
ამ საკითხზე ფრიდრიხ ებერტის ფონდის ოფისში სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად გაიმართა მრგვალი მაგიდა. დისკუსია მედიკამენტების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და რეკლამირების საკითხს შეეხო. ორგანიზაცია მიმართავს პარლამენტის წევრ კახა ოქრიაშვილს, რათა მან წარადგინოს საკანონმდებლო ინიციატივა მედიკამენტების რეკლამირების აკრძალვის შესახებ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში