en
ge

საზოგადოებრივი საბჭოს შეხვედრა ჭყონდიდელის დასახლების მოსახლეობას

ქვემო ქართლი. 2 ოქტომბერს, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, სიდასა და რუსთავის საზოგადოებრივი საბჭოს ორგანიზებით, ჩატარდა შეხვედრა საზოგადოებრივ საბჭოსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. შეხვედრას 30–მდე ადამიანი ესწრებოდა. შეხვედრის დროს საბჭოს წევრებმა გააცნეს მოსახლეობას საბჭოს მიზნები, ამოცანები და დაგეგმილი საქმიანობა. თავის მხრივ მოსახლეობამ ჩამოთვალა ის პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლებს.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი მოახლეობისათვი აქტუალური პრობლემების გამოკვეთა, შემდგომში ადგილობრივ თვითმამრთველობსათან მათი ადვოკატირების მიზნით.
შეხვედრა შედგა პროექტის – „სამოქალაქო ადვოკატირების ინიციატივა" – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროექტის მხარდაჭერით.
წყარო:სიდას გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023