en
ge

„უთქმელი ისტორიები“

კახეთი. 2 ოქტომბერს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ფემინისტების ახალგაზრდულმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა ფილმის, „უთქმელი ისტორიები", ჩვენება გამართა. დოკუმენტური ფილმი გადაღებულია ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ. ფილმის ჩვენებას დაესწრნენ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან არსებული ქალთა კლუბების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.
იდა ბახტურიძე, ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი: ,,გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა ფილმის, სადაც აღწერილი იქნებოდა ქალის როლი გადაწყვეტილწების მიღების პროცესში. ფილმის დასრულების შემდეგ მოეწყო დისკუსია და ბევრი ვისაუბრეთ თუ როგორია დღეს ქალების როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში".
აღნიშნული კამპანია ორგანიზებული იყო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებისა და ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)