ქვემო ქართლი. 1 და 2 ოქტომბერს, „სიდას" ორგანიზებით, დმანისის ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის გაიმართა „პიროვნული განვითარების" ტრენინგი.
მონაწილეებს ორდღიანი მუშაობის შედეგად მიეწოდათ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, ცხოვრების მიზნები და მათი მიღწევის გზები, კომუნიკაცის ტექნიკები, ლიდერობა და გუნდური მუშაობა.
„პიროვნული განვითარების" ტრენინგს, ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო, პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში