en
ge

პირობით მსჯავრდებულებს სასწავლო ტრენინგები ჩაუტარდებათ

გურია. გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში, საქართველოს არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, მსჯავრდებულთა საზოგადოებაში ინტერგრაციისა და დანაშაულის პრევენციის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, გურიის რეგიონში 60-მდე პირობით მსჯავრდებულებს ტრენინგები ჩაუტარდებათ.
„2013 წლის სექტემბერში, ახალგაზრდული რესურსცენტრი, როგორც ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია მასპინძლობს პროგრამას გურიის რეგიონში, რომელიც დეკემბრამდე გაგრძელდება და ითვალისწინებს 60-მდე პირობით მსჯავრდებულის ჩართვას საგანმანათლებლო პროგრამაში, მათ შორის 50 სრულწლოვანი და 10 არასრულწლოვანი.
პროგრამა მოიცავს სამუშაო მოძიების უნარების განსავითარებელ 24 საათიან ტრენინგ–კურსს, პროფესიული განვითარების პროგრამას, რომელიც მათ საშუალებას მისცემს სხვადასხვა პროფესიებს დაეუფლონ. როგორიცაა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ბუღალტერია, და ა.შ. პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია 3 ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხებზე, რომელსაც მიზნობრივი ჯგუფის ყველა მონაწილე დაესწრება. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თითოეული პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ დამადასტურებელ სერთიფიკატს", განაცხადა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამუნა ღლონტმა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)