თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმიანება საქართველოს პარლამენტში შალვა შავგულიძის მიერ ინიცირებული „საერთო სასამართლოების შესახებ "საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ" პროექტის განხილვის პროცესს. „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და საქართველოს პარლამენტს უახლოეს პერიოდში გამართონ ერთობლივი კონსულტაციები, სადაც განიხილება და გადაწყდება მოსამართლეთა დანიშვნის წესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. აუცილებელია მხარეებმა ერთის მხრივ უზრუნველყონ პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა მხარეთა მაქსიმალური ჩართულობით, ხოლო მეორეს მხრივ ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მართებულად განვითარებას შეუწყობს ხელს", ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მზად არის საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ კონსულტაციებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.
წყარო: gyla.ge