თბილისი. 3 ოქტომბერს საზოგადოებრივი ინიციატივების ცენტრი სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N11 არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების პატიმრებს შეხვდა. ორგანიზაციამ დაწესებულებაში ლექცია–სემინარი ჩაატარა, რომელიც მიეძღვნა რელიგიურ თემატიკას, კერძოდ მართლმადიდბელობას, განხილული იქნა მართლმადიდებლობის არსი, წარმოშობა, საფუძვლები.
ლექცია-სემინარები გაგრძელდება რელიგიასა და ისტორიაში. ლექციები წარიმართება თანასწორთა განათლების ფორმატში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში