კახეთი. 3 ოქტომბერს, თელავში, მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლებისა და ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების შეხვედრა გაიმართა.
პედაგოგთა საორიენტაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა ინგლისური ენის მართლწერის, ეროვნული კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიღებას.
ლალი სიდამონიძე, პედაგოგი: ,,მასწავლებლებისთვის პერიოდულად ტარდება მსგავსი ტიპის საორიენტაციო შეხვედრები. ამჯერად ვისაუბრეთ ეროვნული კონკურსის შესახებ და ასევე, ჩაგვიტარდა ტრენერთა ტრენინგი".
ღონისძიებას, პროგრამაში ჩართული,თელავის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.