თბილისი. „ახალგაზრდა მწვანებმა" 4 ოქტომბერს, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდებიან. „შეშფოთებას გამოვთქვავთ, რადგან საქართველო არ არის მიერთებული ცხოველთა უფლებების უზრუნველმყოფ საერთაშორისო კონვენციებსა და სხვა აქტებს. ქვეყანაში ცხოველების უფლებებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი იცვას, თუმცა ფაქტი ამ მუხლის გამოყენებისა არ დაფიქსირებულა. ქვეყანაში არაერთგზის ხორციელდებოდა უპატრონო ცხოველების უმოწყალო ხოცვა-ჟლეტვა. ჩვენს შეშფოთებას იწვევს როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილის, ისევე სახელისუფლებო ორგანოების მუშაკთა დაბალი ცნობიერების დონე ცხოველთა დაცვის საკითხებში. არ არსებობს სწორი და კომპეტენტური მიდგომა ცხოველთა პოპულაციების მართვასთან დაკავშირებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზეს სოციალურ ქსელში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში