en
ge

„გადავარჩინოთ ბავშვების“ სამუშაო შეხვედრა

აჭარა. 3 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორგანიზაციამ - „გადავარჩინოთ ბავშვები" სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც განხილულ იქნა კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისა და სპეციალური სკოლების მოსწავლეებისათვის. აღნიშნულ შეხვედრაზე ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების" წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს პროექტის შედეგები და მათთან ერთად იმსჯელებენ ერთობლივ სამომავლო გეგმებზე. აქვე, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ადგილობრივ სამთავრობო უწყებებთან, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორობის პირობებსა და თანამშრომლობის ფარგლებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის რეგიონის ადგილობრივი სამთავრობო უწყებების, პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორი ორგანიზაციის ECHO-ს წარმომადგენლები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)