en
ge

მრგვალი მაგიდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში

თბილისი. 1 ოქტომბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინიცირებით, „ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში, გაიმართა მრგვალი მაგიდა. შეხვედრის მიზანი იყო „ღია მმართველობის პარტნიორობა საქართველოს" 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასება და 2014-2015 წლების სამომავლო ხედვის განხილვა.
2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიშები იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საჯარო სამსახურის ბიუროს, კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, შსს სამინისტროს, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს. სახელმწიფო უწყებებს საშუალება მიეცათ მოესმინათ ასევე, IDFI-ის დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის მიერ წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციათა შეფასებები 2012-2013 წწ. სამოქმედო გეგმის შესრულებასთან მიმართებაში. შეხვედრის მეორე ნაწილში, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა „ღია მმართველობის პარტნიორობის" განახლებული სამოქმედო გეგმის 2014- 2015 წლების - განახლებული პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგინა, ასევე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა მონაწილეებს სამოქალაქო სექტორის წინადადებები და მოსაზრებები გააცნო.
ღონისძიების ფორმატის შესაბამისად. მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს ანგარიშების შესაბამისად მიმდინარე პროცესები და სამომავლო მექანიზმები, რაც უფრო დახვეწავს და ეფექტურის გახდის საერთაშორისო ინციიატივის ფარგლებში და საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებბების შესრულებას.
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)