en
ge

გამოფენა: „90–იანი წლების საქართველო“

თბილისი. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, 3 ოქტომბერს ახალგაზრდა ხელოვანთა და კურატორთა კავშირმა უჩვეულო გამოფენა გახსნა, სახელწოდებით: „90-იანი წლების საქართველო". ერთკვირიან გამოფენას ყოფილი რედაქციის შენობამ უმასპინძლა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სპეციალურად 1990-იანი წლების თემაზე შექმნილი ნამუშევრები. თანამედროვე არტისტების ჯგუფის მიზანია, საზოგადოებას ხელოვნების საშუალებით გააცნოს თითოეული მონაწილის დამოკიდებულება უახლესი ისტორიისადმი. გამოფენაზე გამოყენებული იქნა: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, ფოტო, ვიდეო-არტი, ინსტალაციები და მუსიკალური გაფორმება. გამოფენის გახნის შემდეგ, გაიმართა საჯარო დისკუსია მონაწილე ხელოვანებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად. ოქტომბრის ბოლოს, თბილისის შემდეგ „90-იანი წლების საქართველოს" საქართველოს სხვა ქალაქებიც უმასპინძლებენ.
წყარო: ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)