თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კვლევის - „საქართველოს პარლამენტის არჩევის წესი საარჩევნო სისტემის ანალიზი და რეკომენდაციები" - პრეზენტაცია გამართა.
ორგანიზაციამ საზოგადოებას წარუდგინა საკუთარი ხედვა და რეკომედაციები საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით.
კვლევა მოიცავს პარლამენტის საარჩევნო სისტემას და მასში განხილულია, საარჩევნო სისტემების კლასიკური დეფინიციები, მოქმედი საქართველოს პარლამენტის არჩევის წესი, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, საქართველოს საარჩევნო სისტემის გამოწვევები და რელევანტური საარჩევნო სისტემების მიმოხილვა. კვლევას თან ერთვის ორგანიზაციის რეკომენდაციები საარჩევნო სისტემის ოპტიმალურ მოდელთან დაკავშირებით.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში