en
ge

ტრენინგები სოციალურ მედიაში

შიდა ქართლი. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი  „აფხაზეთი" აგრძელებს მუშაობას  პროექტის -„ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარების" ფარგლებში.
5-6 ოქტომბერს ორგანიზაციის გორის ოფისში ჩატარდა ტრენინგი გორის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის პედაგოგებთან - სასკოლო კლუბების ხელმძღვანელებთან. ტრენინგის თემა იყო საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის გამოყენება საგანმანათლებლო სფეროში.
ტრენინგის მიმდინარეობისას პედაგოგებმა შეისწავლეს ბლოგების შექმნა, მათზე ინფორმაციების განთავსება და ფეისბუკის გამოყენება კლუბების მუშაობის პროცესში ინფორმაციების გაცვლის, საგნობრივი მიმართულებებით დაინტერესებული მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჯგუფების ჩამოყალიბების მიზნით.
პედაგოგები ასევე გაეცვნენ სტატიების და პოსტების შედგენის ჟურნალისტურ ტექნიკას.
პროექტი დაფინანსებულია აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ და ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)