ქვემო ქართლი. სიქას ინიციატივით წამოწყებული საქველმოქმედო კამპანიის – „გახდი ქველმოქმედის" – ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრები დამატებით 2 ოჯახს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა თემის დახმარებით შეაგროვეს ტანსაცმელი, საკანცელარიო ნივთები და სათამაშოები, რომლითაც აღნიშნულ ოჯახებს დაეხმარნენ. „გახდი ქველმოქმედის" ფარგლებში მოსწავლეებმა სოციალური სააგენტოს დახმარებით შეარჩიეს სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახი და გამოიკვლიეს მათი საჭიროებები. ოჯახების დასახმარებლად მოსწავლეები ადვოკატირებას აწარმოებენ კერძო ბიზნესებთან და ურთიერთობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. სამოქალაქო კლუბის წევრები სოციალურ სააგენტოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას, ახალი ოჯახების საჭიროების გამოკლევას და მათ დახმარებას გეგმავენ.
აქციაში მონაწილეობას იღებენ რუსთავის სკოლების 10-მდე კლუბების აქტიური წევრები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში