en
ge

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე რუსთავში

ქვემო ქართლი. 4 ოქტომბერს, სიქამ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აქციით აღნიშნა.
რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური ჩართულობით მოეწყო აქცია, რომელსაც შეუერთდა ცხოვლთა დაცვის რუსთავის ორგანიზაცია. მოსწავლეებმა ცხოვლთა დაცვის ორგანიზაციის დამფუძნებელთან და წევრებთან ერთად განიხილეს ცხოველთა უფლებები და იმსჯელეს ადამიანის ვალდებულებებზე. აქციაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ამერიკელი მშვიდობის კორპუსის მოხალისეები.
აქციის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრებმა ცხოველთა დაცვის თემაზე მოამზადეს პოსტერები და მოეწყო გამოფენა - კონკურსი. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ფარულ კენჭისყრაში მიეღო მონაწილეობა და ხმა მიეცა მისთვის სასურველი პოსტერისთვის. მნახველთა რჩეული პოსტერის ავტორი სერთიფიკატითა და სამახსოვრო პრიზით დაჯილდოვდა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023