აჭარა. 4 ოქტომბერს, ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მოწვეულმა სტუმარმა, ცხოველთა უფლებების დამღცველი ორგანიზაციის „მეგობრის ხმის" ხელმძღვანელმა გიორგი კალანდაძემ ცენტრის წევრებისთვის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო თუ როგორ იცავენ ცხოველთა უფლებებს სხვადასხვა ქვეყნებში და რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში. რატომ უნდა გვიყვარდეს და დავიცვათ ცხოველები? რა ფაქტებს ჰქონდა აქამდე ადგილი მათი უფლებების დარღვევის მხრივ? რა პირობებში უნდა იმყოფებოდნენ ისინი? ამ და სხვა კითხვებზე ახალგაზრდებმა ამომწურავი პასუხი მიიღეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა ცხოველთა უფლებებზე ცნობიერების და თვითშეგნების ამაღლებას. აქტივობა განხორციელდა პროექტის ფარგლებში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" (ANI) რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია(UNAG) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში