შიდა ქართლი. 6 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდულმა პარლამენტმა უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად დვანში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს. ახალგაზრდა დეპუტატებმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტი გააპროტესტეს. ისინი მშვიდობიანი აქციით შეეცადნენ საერთაშორისო საზოგადოებისთვის და საქართველოს მთავრობისათვის მიეწოდებინათ ხმა.
„საზოგადოებაში ერთიანობა უნდა იყოს მოცემული საკითხისადმი და ყველა ერთად უნდა დადგეს ქვეყნის ინტერესების დასაცავად", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე. მათ ასევე მოუწოდეს მთავრობას ჰქონდეს პრინციპული, პრაგმატული და მყარი პოზიცია რუსი ოკუპანტების ქმედებებზე.
აქციას რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებიც შეუერთდნენ, შეიკრა ცოცხალი ჯაჭვი.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში