თბილისი. 4 ოქტომბერს, სოციალური მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, კონკურსის – „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2013" – ფარგლებში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი თემაზე „სოციალური მეწარმეობის კონცეფცია და მსოფლიო გამოცდილება".
სემინარს უძღვებოდა ევრაზიის ფონდის წარმომადგენელი. სტუდენტებისთვის პრაქტიკოსი სოციალური მეწარმის გაცნობის მიზნით მოწვეული სტუმარი იყო სოციალური საწარმო „არბოს" წარმომადგენელი.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში