en
ge

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის უსაფრთხოებაზე

თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" – თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის უსაფრთხოების ძირეულ კონტროლს მოითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები", ბოლო სამი თვის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ჯარისკაცების საკვებით მოწამვლის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებებს აკეთებს, თუმცა დღემდე რეაგირების გარეშე რჩება ფაქტებთან დაკავშირებული მიმართვები, ლოჯისტიკის სფეროში სამართლებრივი და სისტემური პრობლემები კი ისევ გრძელდება. „ახალგაზრდა ადვოკატები" მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს სამხედრო ნაწილებში არსებული სასადილოების შემოწმება, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დადგენის მიზნით და უმკაცრესად დაისაჯონ პირები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ სფეროს გამართულ მენეჯმენტს და უმოქმედობით ზიანს აყენებენ, როგორც სამინისტროს, ასევე საჯარისო ნაწილებს", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)