en
ge

ტრენინგი – „წარმატებული არჩევნები - მდგრადი დემოკრატია“

თბილისი. თბილისის ახალგაზრდული ცენტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ფონდი ALPE-ს ტრენინგი – „წარმატებული არჩევნები - მდგრადი დემოკრატია" – მოეწყო.
ცესკოს საარჩევნო სისტემების რეფორმირებისა და სასწავლო ცენტრის პროგრამის ფორმატში მოწყობილ ტრენინგში მონაწილეობა უმაღლესი სასწვლებლების არაქართულენოვანმა სტუდენტებმა, სხვადასხვა უმაღლესი სასწვლებლების სტუდენტებმა და თბილისის ცენტრის წევრებმა მიიღეს.
პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობა, საარჩევნო პროცედურები და არჩევნებში აქტიური ამომრჩევლის როლი იყო ტრენინგის ფოკუსი, რომელშიც იმიტირებულ საარჩევნო უბანზე როლური თამაშების კომპონენტიც შედიოდა.
ტრენინგები გაიმართა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)