კიშინიოვი. ერთად ევროპული მომავლისკენ - 4-5 ოქტომბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების რიგით მე-5 ფორუმი გაიმართა კიშინოვში, მოლდავეთი.
ევროკავშირისა და პარტნიორი ექვსი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების 250-ზე მეტმა წარმომადგენელმა, ქვეყნების ხელისუფლებების, ევროპული ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა ფორუმში. მონაწილეებმა სამოქალაქო საზოგადოების პრიორიტეტებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების პროცესში მისი წვლილი განიხილეს.
ფორუმი წელიწადში ერთხელ იკრიბება მიმდინარე საქმიანობის განსახილველად და მომავალი აქტივობების დასაგეგმად. წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტამდე, გენერალურმა ასამბლეამ ყურადღება გაამახვილა ასოციაციის შეთანხმებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე, რომელსაც შეიძლება ხელი მოეწეროს/ინიცირება მოხდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რამოდენიმე ქვეყნის მიმართ და ასევე სამოქალაქო საზოგადოების შეფასებაზე პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმის პროცესების შესახებ.
პარალელურ სესიებზე, ფორუმის დელეგატებმა დებატები გამართეს აღმოსავლეთ პარტნიორობის თემატური პლატფორმების და პანელების ზოგიერთ პრიორიტეტზე და ფორუმის მოწინავე ინიციატივები ეხებოდა არჩევნების თემასს, მედიის თავისუფლებას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.
ტრადიციულად, კომისარმა შტეფან ფულემ გახსნა ფორუმი მისასალმებელი სიტყვით.
წყარო: eapnationalplatform.ge