9 ოქტომბერს, 16:00 სთ–ზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება დოკუმენტური ფილმის – „უთქმელი ისტორიების" ჩვენება. ფილმი ქალთა ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა და მოგვითხრობს მე–19 საუკუნის სამი ქართველი ფემინისტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის 62-64, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი