ქვემო ქართლი. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით მარნეულში გაიხსნა საკონსულტაციო საინფორმაციო ცენტრი, რომელიც იურიდიულ კონსულტაციებს უწევს ადგილობრივებს.
პროექტი „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში" ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ „ტასოსთან" პარტიორობით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეროვნული უმცირესობების ქალთა ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება, საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის მიზნით.
წყარო:ginsc.net