en
ge

ახალგაზრდული ფესტივალი ახალციხეში

სამცხე–ჯავახეთი. 8 ოქტომბერს, ქალაქ ახალციხეში, სამოქალაქო კლუბების ორგანიზებით „სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფესტივალი" გაიმართა.
ფესტივალი გაიხსნა ამხანაგური საფეხბურთო მატჩით, რომელშიც რეგიონის სამოქალაქო კლუბის 6 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა. ამავე დროს, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაში საჯარო სკოლების მოსწავლეებმა „ახალგაზრდული მოძრავი ჯაჭვი" შეკრეს და სამოქალაქო განათლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.
ახალციხის გამგეობის სააქტო დარბაზში საკონფერენციო თემების „სამოქალაქო განათლების დაბალი დონე, არშემდგარი სამოქალაქო საზოგადოების" პრეზენტაცია გაიმართა. 14 თემიდან სამი საუკეთესო შეირჩა. გამარჯვებულებს საჩუქრად წიგნები: „ჩვენი ღირსებანი" გადაეცათ.
ფესტივალი ახალციხის ცენტრალურ პარკში ფლეშმობით დასრულდა, რომელიც სოფელ სხვილისისა და ბორჯომის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოაწყეს.
ფესტივალი ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მიერ „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში გაიმართა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023