შიდა ქართლი. საზოგადოება „ბილიკის" შემოდგომის კვირეულის ფარგლებში სოფელ წითელუბანში მოეწყო ტურნირი მინი ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ გორის, შავშვების, ხურვალეთისა და წითელუბნის სკოლის გუნდები. გამარჯვებულ გუნდს თასი, მონაწილეობის სერტიფიკატები, მაისურები და ბურთი გადაეცათ. ბურთებით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ ტურნირის სხვა მონაწილეებიც.
პროექტი „ქართველი, ოსი და დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაცია და მხარდაჭერა სამოქალაქო გააქტიურებისთვის", ხორციელდება პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში საქართველოს გაეროს ასოციაციისა და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს", აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში