თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ბლოგპოსტი – ქუთაისი მე–12 მერის მოლოდინში" – გამოაქვეყნა. „2003 წლიდან დღემდე ქუთაისმა 11 მერი გამოიცვალა. პროცესი ახლაც გრძელდება და ქუთაისი ახალი, მე–12 მერის მოლოდინშია. მიგვაჩნია, რომ ქალაქის მერის ხშირი ცვლილება, ასევე შესაბამისი გამოცდილების არმქონე პირის მერის პოსტზე დანიშვნა აფერხებს ქალაქის განვითარებას და მერიის სამსახურების საქმიანობას, ასევე უარყოფითად აისახება მიმდინარე პროექტების განხორციელებაზე", ნათქვამია ბლოგპოსტში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მოუწოდებს ქუთაისის საკრებულოს გამჭვირვალე გახადოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობა, დააკომპლექტოს იგი შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე წევრებით, რათა სწორად იქნეს შერჩეული სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირები ქალაქის მერის თანამდებობის დასაკავებლად.
წყარო:transparency.ge