თბილისი. ახალგაზრდა მწვანეები განცხადებას ავრცელებენ, ისინი ფიქრობენ, „რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სოჭში გამგზავრება გაუმართლებელია".
„პრობლემა ბევრად უფრო მასიურია, ვიდრე ვიწრო ენვაირონმენტალისტური ან ნაციონალური... სოჭის ოლიმპიადის ორგანიზებამ გამოიწვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მასიური ხელყოფა, კერძოდ, იძულებითი მიგრაცია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და უკანონო დაკავებები. საერთაშორისო სოლიდარობის ნაკლებობა გვარწმუნებს იმაში, რომ აღნიშნული ოლიმპიური თამაშებით მიღებული ეკონომიკური სარგებელი ერთეული პირებისთვის ბევრად აღემატება ადამიანის უფლებების ღირებულებას...", აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში