en
ge

„ახალგაზრდები პოლიტიკაში“

აჭარა. 9 ოქტომბერს, პრეს-კაფეში სტუდენტური დისკუსია გაიმართა, თემაზე: „ახალგაზრდები პოლიტიკაში". რატომ მოდიან ახალგაზრდები პოლიტიკაში? რა მოტივი ამოძრავებთ მათ? სურთ რეალური გამოცდილების შეძენა თუ უბრალოდ ეს არის ადვილი და მოკლე გზა კარიერული წინსვლისა. ამ საკითხების ირგვლივ დისკუსიაში ახალგაზრდები და ახალგაზრდობის თემატიკაზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. დისკუსიათა ციკლი ხორციელდება პროექტის - „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია" – ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის" (NED) მხარდაჭერით.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023