en
ge

გამჭვირვალობა: „საქართველოს მთავრობამ ელ–პეტიციების მექანიზმი უნდა შექმნას“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობას, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შექმნას „ელექტრონული პეტიციების ოფიციალური მექანიზმი, რომელიც ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობებს გაუხსნის პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობის მსურველ აქტიურ მოქალაქეებს".
საქართველოს მთავრობას უკვე აღებული აქვს ასეთი სისტემის შექმნის ვალდებულება, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე. „კერძოდ, „ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმის თანახმად, იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლის ბოლომდე უნდა შექმნას ვებგვერდი ichange.ge, რომელიც მოქალაქეებს ელექტრონული პეტიციების შექმნის შესაძლებლობას მისცემს. სამოქმედო გეგმაში ნათქვამია, რომ ხელმოწერების გარკვეული რაოდენობის არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლება ვალდებული იქნება განიხილოს პეტიცია".
წყარო: transparency.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)