გურია. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა მოამზადა დოკუმენტური ფილმი „მე ბოშა ვარ". ფილმის მთავარი გმირი ბოშა ქალი ზინაა, რომელსაც 7 შვილი ჰყავს და მათხვრობით ირჩენს თავს. ზინა ფილმში თავისი ცხოვრების და პრობლემების შესახებ ყვება.
დოკუმენტური ფილმი მომზადებულია პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" – ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ , როემლსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია.