კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,თემი და გარემომ" გარემოს დაცვის საკითხებზე თელავში, შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და დაინტერესებული მოქალაქეები.
შეხვედრაზე განხილული იქნა გარემოს დაცვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმა და კანონმდებლობა გარემოს დაცვის სფეროში.
კახაბერ სუხიტაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თემი და გარემო": ,,შეხვედრის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ კახეთის რეგიონის ყველა ქალაქის წარმომადგენელი შეკრებილიყო და ერთობლივად გვესაუბრა გარემოს დაცვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შესახებ. სამომავლოდ, ორგანიზაცია აპირებს, რეგიონისთვის მტკივნეულ კონკრეტულ პრობლამაზე მუშაობას".