თბილისი. 11 ოქტომბერს მრგვალი მაგიდა „სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციაში" გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება" ფარგლებში. მრგვალი მაგიდის მიზანია, ხელი შეუწყოს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციაში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებას, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში მონიტორინგის უფლების აღდგენის გზით.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ და პარლამენტის სხვა წევრებმა, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ასევე სახალხო დამცველის ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
წყარო: gyla.ge