en
ge

ქვემო ქართლში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები შეხვედრა

ქვემო ქართლი. 11 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ოფისში გაიმართა შეხვედრა ქვემო ქართლის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის სტრატეგიის განხილვას. 
ასევე იმ მოსაზრებებისა და შენიშვნების ანალიზს, რომელიც დოკუმენტის გარშემო ჰქონდათ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. 
სტრატეგიის ანალიზში, ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო სექტორი, მათ შორის სიდა, რომელიც ქვემო ქართლში მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად აანალიზებს დოკუმენტს. 
უახლოეს დღეებში სიდას მიერ იგეგმება არსებული დოკუმენტის პრეზენტაცია ქვემო ქართლში არსებულ დევნილთა ჩასახლებებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)