თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდმა ბავშვთა მიმართ ძალოდობის შესახებ კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის დასაწყისში წარმოდგენილია ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა იცის საზოგადოებამ ბავშვთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე, შემდეგ დეტალურად არის შესწავლილი ამ სფეროში, ფართო საზოგადოები არსებული გამოცდილება, დამოკიდებულება და აღქმა. „...ანგარიშის მომდევნო ნაწილი ეთმობა იმის მიმოხილვას, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასა და უგულებელყოფას; ანგარიშში აგრეთვე შესწავლილია, თუ რამდენად მომთმენია საზოგადოება ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ და როგორია იმის ალბათობა, რომ ადამიანები შეატყობინებენ (და რა გარემოებებში შეიძლება შეატყობინონ) შესაბამის ორგანოებს ძალადობის აქტების შესახებ, თუ ასეთი ფაქტები მათთვის ცნობილი გახდა.
წინამდებარე კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში ფართოდაა მიღებული. ყოველი მეორე ქართველი მიიჩნევს, რომ დასჯის ძალადობრივი ფორმები უფრო ქმედითია, ვიდრე არაძალადობრივი აღმზრდელობითი მეთოდები. ..", ნათქვამია კვლევაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში